Sunday, 25 December 2022

პროექტი "ბილიკები"

                             კონკურსი „მუზეუმი - რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“


        2022 წლის 1 დეკემბერს სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახ.N 16 საჯარო სკოლია IV ბ კლასის "მზესუმზირების" მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რუსთავის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ ორგანიზებულ კონკურსში "რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ".

    კონკურსის მიზანია მოსწავლეებისათვის ქალაქის ისტორიის გაცნობა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების დათვალიერება, მათი მნიშვნელობის შესწავლა და წარსულში აქ მცხოვრები მოსახლეობის საქმიანობასთან დაკავშირება.

  მუზეუმის თანამშრომლების მიერ მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო, შემეცნებითი გაკვეთილი და  მასთან დაკავშირებული სახალისო აქტივობა.

   წარმატებული და ნაყოფიერი იყო კონკურსის პირველი ეტაპი, საუკეთესო  მოსწავლეები გადავიდნენ მეორე ტურში.

  

No comments:

Post a Comment