Saturday, 13 April 2019

  ინტელის ძირითადი კურსი საჭირო, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, ათვისებული მასალა დაგვეხმარება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს სასკოლო ცხოვრება ჩვენი მოსწავლეებისათვის.
   შევისწავლეთ პროექტებით სწავლების ძირითადი ელემენტები,  შევარჩიეთ პროექტის სათაური, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, ვიმუშავეთ და განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ვიმსჯელეთ პროექტის მიმდინარეობის პროცედურებზე, მოსწავლეების შეფასების მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების რუბრიკა, დიფერენციაცია სწავლებაში, შევქმენით დიფერენცირებული დავალებები მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის, ეს მიდგომა მოტივაციას აუმაღლებს სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ინტერესით ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.  
    დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ქალბატონ ლიას და ჯგუფის თითოეულ წევრს გულისხმიერი და სასიამოვნო დამოკიდებულებისათვის, ბევრი რამ შემძინა ამ პროექტმა, თითოეულმა შენიშვნამ თუ შექებამ, გისურვებთ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.

1 comment:

  1. გეთანხმებით, ქალბატონო ეკა, მართლაც საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ინტელის კურსი, რაც დაგვეხმარება გავუხალისოთ ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო პროცესი. ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი.შემეცნებითი და სახალისოა. გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete