Sunday, 25 December 2022

პროექტი "ბილიკები"

                             კონკურსი „მუზეუმი - რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“


        2022 წლის 1 დეკემბერს სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახ.N 16 საჯარო სკოლია IV ბ კლასის "მზესუმზირების" მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რუსთავის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ ორგანიზებულ კონკურსში "რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ".

    კონკურსის მიზანია მოსწავლეებისათვის ქალაქის ისტორიის გაცნობა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების დათვალიერება, მათი მნიშვნელობის შესწავლა და წარსულში აქ მცხოვრები მოსახლეობის საქმიანობასთან დაკავშირება.

  მუზეუმის თანამშრომლების მიერ მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო, შემეცნებითი გაკვეთილი და  მასთან დაკავშირებული სახალისო აქტივობა.

   წარმატებული და ნაყოფიერი იყო კონკურსის პირველი ეტაპი, საუკეთესო  მოსწავლეები გადავიდნენ მეორე ტურში.

  

Saturday, 13 April 2019

  ინტელის ძირითადი კურსი საჭირო, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, ათვისებული მასალა დაგვეხმარება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს სასკოლო ცხოვრება ჩვენი მოსწავლეებისათვის.
   შევისწავლეთ პროექტებით სწავლების ძირითადი ელემენტები,  შევარჩიეთ პროექტის სათაური, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, ვიმუშავეთ და განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ვიმსჯელეთ პროექტის მიმდინარეობის პროცედურებზე, მოსწავლეების შეფასების მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების რუბრიკა, დიფერენციაცია სწავლებაში, შევქმენით დიფერენცირებული დავალებები მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის, ეს მიდგომა მოტივაციას აუმაღლებს სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ინტერესით ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.  
    დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ქალბატონ ლიას და ჯგუფის თითოეულ წევრს გულისხმიერი და სასიამოვნო დამოკიდებულებისათვის, ბევრი რამ შემძინა ამ პროექტმა, თითოეულმა შენიშვნამ თუ შექებამ, გისურვებთ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.

Sunday, 7 April 2019

განვიხილეთ ფასილიტაციის საკითხები, ავტვირთეთ ჩვენი პროექტი ბლოგზ

       მერვე დღე
  დღეს დავასრულეთ პროექტი,
  განვიხილეთ ფასილიტაციის საკითხები,
  ავტვირთეთ ჩვენი პროექტი ბლოგზე
   
   ეს დღეები ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი იყო, ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ და შევისწავლეთ, ათვისებული მასალა დაგვეხმარება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს სასკოლო ცხოვრება ჩვენი მოსწავლეებისათვის, დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს და ჯგუფის თითოეულ წევრს გულისხმიერი და სასიამოვნო დამოკიდებულებისათვის, ბავრი რამ შემძინა თქვენმა თითოეულმა შენიშვნამ თუ შექებამ, გისურვებთ წარმატებას პირად და პროფესიულ საქმიანობაში <3

დავრჩე ბავშვად?!

ჩემი პროექტის პორტფელიო

Saturday, 6 April 2019

მეშვიდე დღე

  განვიხილეთ დიფერენციაცია სწავლებაში, ვნახეთ ნინო ლაბარტყავას პრეზენტაცია ამ თემაზე, ვისაუბრეთ გარდნერის თეორიაზე "მრავალმხრივი ინტელექტი". 
ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე- დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
შევქმენით სამი განსხვავებული დავალება პროექტში მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის.
ეს დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, ამ მიდგომით მოტივაციას ბევრად ავუმაღლებთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ინტერესით ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.

Sunday, 31 March 2019

მეექვსე დღე
  დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების რუბრიკა.
გავამზადეთ ნიმუში.
აგრეთვე შევქმენი პროექტის გასაცნობი პრეზენტაცია.
ძალიან საინტერესო, შრომატევადი და ნაყოფიერი დღე გვქონდა. ეს რესურსი მოსწავლეებს მართლაც დააინტერესებს და მოტივაციას აუმაღლებთ.
გმადლობთ ქალბატონო ლია...<3

Saturday, 30 March 2019

მეხუთე დღე
   დღევანდელი დღე, როგორც წინა დღეები იყო ძალიან საინტერესო და შრომატევადი, ვიმუშავეთ მესამე და მეოთხე მოდულზე.
  განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა პროექტის მუშაობაში. გავეცანით საქართველოს სავტორო უფლებათა ასოციაციის ვებგვერდს. შევასრულეთ ტესტი, გავეცანით მასალების კანონიერი გამოყენების შესაძლებლობებს.
ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და პროექტის მიმდინარეობის პროცედურებზე.  გმადლობთ ქალბატონო ლია დახმარებისა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისათვის.
    ეს ცოდნა დამეხმარება სასწავლო რესურსის მრავალფეროვნებაში.