Sunday, 24 March 2019

მეოთხე დღე
   ეს დღე ბევრად შრომატევადი აღმოჩნდა, ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი, მოვიძიეთ კურსის დამხმარე სახელმძღვანელოში მე-2 მოდულის მე-3 აქტივობა. დავიწყეთ მუშაობა შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვით:
1.შეფასების გამოყენება სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად;
2.შეფასების სტრატეგიები;
3.მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებებიოს შეფასების სტრატეგიები;
4.საჭიროებების დადგენა.
5.შეფასების მეთოდი;
ვიხელმძღვანელეთ შეფასების გეგმის ჩეკლისტით,.
შევავსეთ გეგმის ნიმუში. პროექტის დასაწყისი, პროექტის მსვლელობა, დასრულება;
შევქმენით შეფასების ფუცელი ვორდის ფაილში;
  გავაკეთეთ პრეზენტაცია;
დიდი მადლობა ქალბატონ ლიას მოთმინებისა და გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის;
 
 

Saturday, 23 March 2019

პროექტის საათაურის "როგორ დავრჩე ბავშვად?"
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა   
რა იწვევს საზოგადოების ცვლილებებს?
თემატური კითხვები  
1.რატომ შეიძლება გახდეს წიგნი პოპულარული? 2.რა თვისებები აქცევს გმირებად პერსონაჟებს?
შინაარსობრივი კითხვები      
1.რა სიძნელეებს გაუმკლავდა სალამურა ბაიას ოცნების ასასრულებლად?
2.როგორ დაახასიათა პატარა უფლისწულმა დედამიწა?
3.რა თვისებაა პეპის ძლიერი მხარე, რომელიც მას განსხვავებულ ბავშვად აქცევს?
4.გვაძლევს თუ არა ეს ნაწარმოებები იმის მოთხოვნილებას, რომ მუდმივად დარჩე ბავშვად?
5.დამეხმარება თუ არა ამის ამოცნობაში წიგნის სიყვარული?


 დამეხმარეთ რომ უფრო სრულყოფილი და საინტერესო გავხადო პროექტი
მესამე დღე
 ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო, როგორც წინა ორი.
განვიხილეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები, მიზნები და შედეგები ესგ სტანდარტის გათვალისწინებით, დავიხმარეთ ბლუმის ტაქსონომია, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, შევასრულეთ დავალებები წყვილებში, რომელიც მოიცავდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენას.
ეს ცოდნა ძალიან დამეხმარება მოსწავლეებისათვის საინტერსო აქტივობების დაგეგვმაში. დიდი მადლობა ქალბატონ ლიას გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის.

Sunday, 17 March 2019

ტრენინგის მეორე დღე

დღევანდელი ტრენინგი, როგორც წინა, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, გავეცანით პუბლიკაციის, კერძოდ, ბუკლეტის შექმნას. ვიმუშავეთ მის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პროექტის მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ ინფორმაციის ზუსტ მიწოდებაში, კომუნიკაციის ეფექტურობაში, მეთოდების დემონსტრირებასა და მოლოდინების ჩამოყალიბებასი. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელობას და ქალბატონ ლიას გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის.

Saturday, 16 March 2019

პირველი დღე

ვფიქრობ საინტერესო ტრენინგი დავიწყეთ, მომეცა შესაძლებლობა შემექმნა საკუთარი ბლოგი, პორტფელიო, გამეცნო სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი პროექტები და გამოცდილება. ტრენინგი დამეხმარება ტექნოლოგიებით გამდიდრებული მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობების დაგეგმვაში, რათა მოსწავლეებს გაუჩნდეთ ინტერესი, განუვითარდეთ სააზროვნო უნარები და უფრო აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.