Saturday, 13 April 2019

  ინტელის ძირითადი კურსი საჭირო, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, ათვისებული მასალა დაგვეხმარება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს სასკოლო ცხოვრება ჩვენი მოსწავლეებისათვის.
   შევისწავლეთ პროექტებით სწავლების ძირითადი ელემენტები,  შევარჩიეთ პროექტის სათაური, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, ვიმუშავეთ და განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ვიმსჯელეთ პროექტის მიმდინარეობის პროცედურებზე, მოსწავლეების შეფასების მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების რუბრიკა, დიფერენციაცია სწავლებაში, შევქმენით დიფერენცირებული დავალებები მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის, ეს მიდგომა მოტივაციას აუმაღლებს სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ინტერესით ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.  
    დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ქალბატონ ლიას და ჯგუფის თითოეულ წევრს გულისხმიერი და სასიამოვნო დამოკიდებულებისათვის, ბევრი რამ შემძინა ამ პროექტმა, თითოეულმა შენიშვნამ თუ შექებამ, გისურვებთ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.

Sunday, 7 April 2019

განვიხილეთ ფასილიტაციის საკითხები, ავტვირთეთ ჩვენი პროექტი ბლოგზ

       მერვე დღე
  დღეს დავასრულეთ პროექტი,
  განვიხილეთ ფასილიტაციის საკითხები,
  ავტვირთეთ ჩვენი პროექტი ბლოგზე
   
   ეს დღეები ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი იყო, ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ და შევისწავლეთ, ათვისებული მასალა დაგვეხმარება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს სასკოლო ცხოვრება ჩვენი მოსწავლეებისათვის, დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს და ჯგუფის თითოეულ წევრს გულისხმიერი და სასიამოვნო დამოკიდებულებისათვის, ბავრი რამ შემძინა თქვენმა თითოეულმა შენიშვნამ თუ შექებამ, გისურვებთ წარმატებას პირად და პროფესიულ საქმიანობაში <3

დავრჩე ბავშვად?!

ჩემი პროექტის პორტფელიო

Saturday, 6 April 2019

მეშვიდე დღე

  განვიხილეთ დიფერენციაცია სწავლებაში, ვნახეთ ნინო ლაბარტყავას პრეზენტაცია ამ თემაზე, ვისაუბრეთ გარდნერის თეორიაზე "მრავალმხრივი ინტელექტი". 
ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე- დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
შევქმენით სამი განსხვავებული დავალება პროექტში მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის.
ეს დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, ამ მიდგომით მოტივაციას ბევრად ავუმაღლებთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ინტერესით ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.